fbpx

დიდი მადლობა ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომელებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება-მერსი სულხანიშვილი

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო 17 მაისს Rustavi 2 • რუსთავი 2 ეთერში გასულ გადაცემა Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი, სადაც ჩემი გასული ეპიზოდი, მაყურებელმა იხილა მონტაჟის შედეგად დამახინჯებული კონტექსტით, დაუსრულებელ ფორმატში, ასევე ადგილი ჰქონდა კონტენტის მონაცვლეობას, რამაც შექმნა სრულიად სხვა სურათი. სრულიად ვიზიარებ მაყურებლის რეაქციას, ბოდიშს ვუხდი მაყურებელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. აქვე თავს ვალდებულად ვთვლი მოგიყვეთ რა იყო სინამდვილეში- გადაცემის ერთ ერთი სტუმრის გვანცას მისამართით ნათქვამი ფრაზა- “თქვენ მოგწონთ თქვენი თავი ამ ფორმაში?” მაყურებელმა იხილა მხოლოდ ეს ფრაზა, რომელსაც ჰქონდა გაგრძელება. სწორედ ეს გაგძელება იყო მთავარი სათქმელი, “მთავარია თქვენ მოგწონდეთ, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ, ან როგორ გხედავენ, არ მივესალმები არც ჭარბ წონიანების და არც გამხდრების ბულინგს, მთავარია სარკეში ჩახედვისას ჩვენ მოგვწონდეს ჩვენი თავი. არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ, ან როგორ გვხედავენ. დასრულებული ფრაზის ნაცვლად ვიხილეთ, სხვა რესპონდენტის მიერ ბულინგის შედეგად სტუდიიდან ატირებული გვანცას ადგომა და გასვლა, ასევე ქალბატონი მაია ბარათაშვილის რეპლიკა, რომელიც ასევე მე არ მეკუთვნოდა. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩემთან ერთად იდგა სიმართლის მხარეს, დიდი მადლობა ტელეკომპანია რუსთავი2 – ს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, დიდი მადლობა არხის მენეჯმენტს, ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომელებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება. მოგეხსენებათ თითოეულ გადაცემას ყავს ცალკე პროდიუსერების გუნდი, მთავარი პროდიუსერის ხელმძღვანელობით. ეთერში გასულ გადაცემიის შინაარსზე და ხარისხზე პასუხისმგებელია სწორედ კონკრეტული გადაცემის მთავარი პროდიუსერი და არა არხის მენეჯმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა ჩემი როგორც სტუმრის უფლებები (დაუსრულებელი ფრაზა, რის შედეგადაც დაირღვა კონტექსტი, მეტი დრამატიზებისთვის მოხდა ეპიზოდის მონაცვლეობა) ასევე თქვენი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა. ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოხდა მთავარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის და ასევე გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება