fbpx

,,სპორტინგი სამტრედია 2022,, მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით გაიმართა.

მაღაზია ,,მონადირე,, და მონადირეთა ჯგუფი ,,ძამა,, სამტრედიაში 3 წელია სპორტულ სროლაში შეჯიბრს ატარებს . წელს ,,სპორტინგი სამტრედია 2022,, მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით გაიმართა. სპორტულ აქტივობას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და მერის მოადგილე გია მეიშვილი. შეჯიბრში ადგილობრივებთან ერთად ჩაერთვნენ თბილისის,ჩოხატაურის,კახეთის,ლანჩხუთის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ჯამში 48 მონაწილემ იასპარეზა. სპორტინგი ,,ა,, და ,,ბ,, კატეგორიებში სპორტსმენებსა და მოყვარულ მსროლელებს შორის ჩატარდა. გამარჯვება მოიპოვეს: A-კატეგორიაში 1 ადგილი გიორგი კუხალეიშვილი 2 ადგილი ტატო ფუხაშვილი 3 ადგილი კახა სიხარულიძე B-კატეგორიაში 1 ადგილი ვახტან ღოღელიშვილი 2 ადგილი ალექსანდრე მამფორია 3 ადგილი კახა ცხადაძე საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოებით,სიგელებით და თასებით დასაჩუქრდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება