fbpx

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფე აბდალა II-ს საქართველოს სახელით, მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილი- მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდულა II-სთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

“შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება