fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს

. საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. პრემიერ-მინისტრის თქმით,  ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. „ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს.  ევროპის გარდა ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო გადამცემი  კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები  ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად – საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა. 2021 წლის 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და იქედან 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგო ტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მსურს დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ლევან ნიკოლეიშვილი: გიენებივით არიან ფსევდოლიბერალები, თუ მათთან ერთად არ ხარ და შენიანად არ გთვლიან, შემოგესევიან და შეგჭამენ

,,გიენებივით არიან ფსევდოლიბერალები…თუ მათთან ერთად არ ხარ და შენიანად არ გთვლიან, შემოგესევიან და შეგჭამენ “ –…

თამთა მეგრელიშვილი: მეორე დღეა მიდის დაუსრულებელი ბულინგი. ეს არის ფსევდოლიბერალების რეალური სახე

“მეორე დღეა მიდის დაუსრულებელი ბულინგი… ფაქტია, რომ თუ მათი ბაბლის წევრი არ ხარ და მეტიც ებრძვი…

სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო, რაც…

წესით სააკაშვილი ამდენი ცოდვის მერე ვერც უნდა ჭამდეს და არც უნდა ეძინოს!

,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, საქართველოში ძალოვანი ორგანოების მიერ მოკლული ადამიანების სიას…

ნაცმოძრაობას და მის ბელად მიხეილ სააკაშვილს ვამხელთ ბოლომდე. და ეს მომენტიც დადგა

ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრმა იცით, რომ წლების განმავლობაში შეგნებულად, ჩვენ ყველანი თავს ვიკავებდით რეზოლუციის მე-11 პუნქტში მითითებული…

ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით და საქართველოს მტრები რას იტყვიან დიდი ხანია საინტერესო აღარ არის-ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა: ჰააგაში გამოძიება დასრულდა საქართველოს გამარჯვებით, ეს არის მთავარი და საქართველოს მტრები რას იტყვიან დიდი…

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას, ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. მერმა შეხვედრის…

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2022 წელს 904 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებულლმა სამუშაოების…

გამგეობის თანადაფინანსებით
საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია 69 მისამართზე
განხორციელდა

მიმდინარე წელს, სამგორის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთაამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით,მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. გამგეობის თანადაფინანსებითსაცხოვრებელი კორპუსების…

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩისმიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი,…

უზრდელი ხარ ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ, ქალი ხარ-რატი ბრეგაძე

აუ, ძაან შემაშინე, რა, ძაან შემაშინე! ვკანკალებ! უზრდელი ხარ, უზრდელი ხარ, ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ,…

მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს სა­ერ­თოდ “ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლი ვარ-გიული ალასანია

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი ასე­თი გა­სა­ჭი­რი­სა, ომ­შია ხალ­ხი, არც ერთი დღე არ შე­უ­წყვე­ტი­ათ…

მადლობა პრემიერ-მინისტრს სიცოცხლისათვის-დავით მხატვრიშვილი

მოქალაქე დავით მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილის გადარჩენისთვის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს…