fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მოსახლობას და ადგილობრივ მედიას, ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. მერმა შეხვედრის მიმდინარეობისას იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდა. გარდა ამისა გოჩა ქიმაძემ ყურადღება დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა. „ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის ,რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება იყოს შეუქცევადი პროცესი, ამ ერთი წლის განმავლობაში თამამად შემიძლია მოგახსენოთ, რომ დასახული პრიორიტეტები შევასრულეთ და ვიღებთ ახალ ვალდებულებებს. ბევრი და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, თუმცა არის გამოწვევებიც, რასაც ჩვენ ერთად გავუმკლავდებით“-აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ. დღესვე, მერმა სხვადასხვა საკითხებზე, მედიისა და ადგილობრივების დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება