fbpx

უზრდელი ხარ ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ, ქალი ხარ-რატი ბრეგაძე

აუ, ძაან შემაშინე, რა, ძაან შემაშინე! ვკანკალებ! უზრდელი ხარ, უზრდელი ხარ, ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ, მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ. ვაი, შენ… ვახ… მაგრად შეგვაშინეთ, რა! სასწაულად! – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” მოსმენის დაწყების წინ.


“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დარბაზის დატოვებისას რატი ბრეგაძეს მიმართა, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

მანამდე პარლამენტში სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც რატი ბრეგაძეს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა.

პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრაფარეტები გამოფინეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა „ნუ კლავთ!“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება