fbpx

წესით სააკაშვილი ამდენი ცოდვის მერე ვერც უნდა ჭამდეს და არც უნდა ეძინოს!

,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, საქართველოში ძალოვანი ორგანოების მიერ მოკლული ადამიანების სიას აქვეყნებს.

როგორ მეგრელიშვილო წერს, სააკაშვილს წესით ამდენი ცოდვის მერე არ უნდა ჭამდეს და არც უნდა ეძინოს.

“ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი პოლიტოგენეზი!!!

გთავაზობთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს მოკლული ადამიანების სიას:
რობაქიძე;

აფრასიძეები;

ვაზაგაშვილი;

გამცემლიძე;

ჟვანია;

ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს );

ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);

დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას );

ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );

ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ );

ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);

მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა );

სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს );

აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას );

ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას );

ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);

ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);

ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას );

თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);

გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);

ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );

რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას );

გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს );

ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);

ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);

ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე);

მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);

გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს);

ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა);

ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);

ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);

მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);

გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით);

ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);

ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);

თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას);

როლანდ მახარაძე ( მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას )

როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);

ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);

გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);

ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);

მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საუთარ სახლში ).

ყველა მოკლულის შესახებ არსებობს ოფიციალური მტკიცება.

ამ ადამინების სისხლში აქვს გასვრილი ხელი მიხეილ სააკაშვილს,
წესით ამდენი ცოდვის მერე ვერც უნდა ჭამდეს და არც უნდა ეძინოს!!!
აწამებენ თურმე კაცს და უნდა გამოუშვან!!!
გამოუშვან კი არა ეგდოს სადაც აგდია და მადლობა ხმამაღლა თქვას,” – წერს მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება