ირაკლი კობახიძე – „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტად ხელს აძლევს შედარებით მაღალი ბარიერი, „ნაცმოძრაობას“ – დაბალი, აქ არის სუბიექტური ინტერესები

2%-იანი ბარიერის პირობებში ნაცმოძრაობას შეიძლება ჰქონდეს გათვლა, რომ სატელიტებთან ერთად, 2 წელიწადში შეიძლება დაგვეწიონ. ეს პრაქტიკულ…

ირაკლი კობახიძე: როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ისეთ კრიმინალს, როგორიცაა პარლამენში შეჭრის მცდელობა, ასეთ დროს ქვეყანას ექმნება სამომავლოდ საფრთხე

„აქ არ არის საუბარი „ქართულ ოცნებაზე“ და ხელისუფლებაზე, როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ასეთ კრიმინალს,…

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილიგერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციასდაესწრო. ვიზიტის ფარგლებში…

კარლ ნეჰამერი-ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება. კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი „ტვიტერში“ წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი  დაახლოების შესაძლებლობები განიხილა. “2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა!  განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები.  საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით  ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”,- აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.

Bloomberg – ევროკომისია უკრაინისთვის გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს – კომისიის წარმომადგენლები პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტირების რისკებს ასახელებენ

ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Bloomberg…

სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ფარგლებში, ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობა, ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულმა სამუსიკო სკოლისა და სამრევლო სკოლის გუნდებმა მიიღეს

ახალციხის სასულიერო სემინარიასთან არსებულმა არალისა და უდის სამრევლო სკოლის გუნდმა ‘ირმისა”-მ, ნომინაციაში ‘ფოლკლორული ანსამბლები ” პირველი…

ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი, პოლ ჰოფსლოტი, ნიდერლანდების საზღვაო…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება

დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც…

კარლ ნეჰამერი – საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა ამის მიუხედავად, რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის

რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე…

PMCG: საქართველოში 14.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველთვიურ ხელფასს იღებს

2020 წელთან შედარებით საქართველოში 14.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხელფასს იღებს, – ამის შესახებ PMCG-ს…

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5…

კარლ ნეჰამერი- ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში

ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია-ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს რეალურად ოკუპირებული,  სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით. კარლ ნეჰამერის თქმით, ევროპის მშვიდობაზე, აღმავლობაზე და პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა სწორია. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში  საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იქნას აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი-  ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პუნქტებზე საქართველოს მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს მუშაობას იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე.  ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას.  რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას. ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ თუნდაც რეფორმები და ის მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ და ავსტრია, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია  საქართველოსთვის. მე რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, მოხარული ვიქნები ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მეგობარს, ბატონ კანცლერს მოწვევისთვის და მე მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასევე ეწვევა საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ზაალ ანჯაფარიძე ნინო ლომჯარიაზე: მისი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ ყოფილა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, რადგანაც მზარდი სიხშირით უნისონში იყო „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგთან, რომელიც პირდაპირ გამოთქვამდა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღების სურვილს

„არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ფსევდო-ომბუდსმენი ლომჯარია, რომელიც ადამიანის უფლებების გაფართოებაზე უნდა…

ვიქტორ ყიფიანი: იერიში მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ივანიშვილს გააჩნია ფინანსური აქტივი, სხვაგან მას ფინანსური აქტივი არ გააჩნია, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ფაქტობრივი შეზღუდვები გაფართოვდება, საფუძველს გამოცლილია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არაჯანსაღს უწოდებს პროცესს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივი შეზღუდვები, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს. ადვოკატი…