fbpx

ზაალ ანჯაფარიძე ნინო ლომჯარიაზე: მისი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ ყოფილა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, რადგანაც მზარდი სიხშირით უნისონში იყო „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგთან, რომელიც პირდაპირ გამოთქვამდა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღების სურვილს

„არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ფსევდო-ომბუდსმენი ლომჯარია, რომელიც ადამიანის უფლებების გაფართოებაზე უნდა ზრუნავდეს, მას საკონსტიტუციო სარჩელებით ზღუდავს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის მანდატს და ასევე ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიის დედაბოძს-პოლიტიკურ პლურალიზმს“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ნინო ლომჯარია ჩვენს ფართო საზოგადოებაში რბილად რომ ვთქვათ, ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს.

„პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის საკმაოდ კრიტიკული და ემოციური ღია წერილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიმართ, დარწმუნებული ვარ ამ დღეებში ფართო და ცხარე განსჯის საგანი გახდება, შესაბამისი პოლარიზებული დამოკიდებულებებით ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების ჯგუფების მხრიდან.
წერილის საკმაოდ მკაცრი შინაარსისა და პათოსის მიუხედავად, მგონია რომ ის ეხმიანება ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევი ნაწილის განწყობებს, რომლებიც განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლოდროინდელი პროცესების, მათ შორის უკრაინაში ომთან საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო.
ის რომ წერილში საკმაო ადგილი აქვს დათმობილი ე.წ. „სახალხო დამცველ“ ნინო ლომჯარიას, რომელიც ჩვენს ფართო საზოგადოებაში რბილად რომ ვთქვათ, ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს, დიდი ავტორიტეტით და მხარდაჭერით სარგებლობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აშშ-ს საელჩოს და პირადად ელჩის მხრიდან. მისი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ ყოფილა ჩვენი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, რადგანაც მზარდი სიხშირით უნისონში იყო „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგთან. მეტიც, ის პირდაპირ გამოთქვამდა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღების სურვილს.
არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ფსევდო-ომბუდსმენი ლომჯარია, რომელიც ადამიანის უფლებების გაფართოებაზე უნდა ზრუნავდეს, მას საკონსტიტუციო სარჩელებით ზღუდავს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის მანდატს და ასევე ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიის დედაბოძს-პოლიტიკურ პლურალიზმს“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება