fbpx

ურთიერთანტაგონიზმი სწრაფად უახლოვდება სახიფათო ზღვარს

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია – პოლარიზაციის დასრულება, ვშიშობ რეკომენდაციად დარჩება. ურთიერთანტაგონიზმი სწრაფად უახლოვდება სახიფათო ზღვარს. ნამდვილად…

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი – ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის

ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. „მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მთავრობის წევრებო, ბატონო მერო, მოგესალმებით ყველას, ჩვენს მედიის წარმომადგენლებს. მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ წლიური ანგარიში, რომელიც თქვენ მანამდე გამოგეგზავნათ. მე მინდა დეტალურად ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში.  მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ

მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორებ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. „ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ  მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის. ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია.  გახსოვთ, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მე საჯაროდ ვთქვი, რომ მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არა თუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ. ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ. ყველა პარამეტრით მეგობრებო. მე მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. რაც შეეხება მოლდოვას – თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს, ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი. ოღონდ დათქმები მინდა ხაზგასმით განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, ანუ ვალდებულებები, პირობები, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ანუ, პრიორიტეტები ჩვენს შემთხვევაში გამოკვეთეს. მე აღარ შეგაწყენთ თავს. ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და მათი რეკომენდაცია არის სწორედ პოლარიზაციის დასრულება. არათუ შემცირება, დასრულება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ 

2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა – დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. „ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედია თავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი. რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური არხი არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

ახლა, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს 10 წლის შედეგები, გამოხატული კონკრეტულ რეიტინგებში. მსოფლიო მართლმსაჯულების…

ირაკლი ღარიბაშვილი – გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას და სხვა წამყვან ქვეყნებს

გლობალური მმართველობის ეფექტურობის ინდექსით ჩვენი ქვეყანა 180 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და უსწრებს საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს,…

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა

არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და…

მათ თავებზე უნდა იქნას წაკითხული კვეთებულის ლოცვები

ამათ “დეპოლარიზაცია” არ უშველის. ეს აუცილებლად უნდა მოვახსენოთ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ამ რეკომენდაციის შესრულება…

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას – „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი…

რამაზ საყვარელიძე – გაუგებარია, რას ერჩოდნენ საქართველოს, ის, რაც პირობებად ჩამოთვლილია, რეალურ პირობად ვერ ჩაითვლება, რადგან იგივე პირობები აქვს დათქმული მოლდოვას და უკრაინას

„არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება გადაიხედოს ევროკომისიის მიერ აქამდე მოტანილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა, რამაზ…

პირდაპირი ეთერებიდან დედას გვაგინებენ! ღვინოში გვიფსამენ და სულში გვაფურთხებენ! პატრიარქს გვიგინებენ!

პირდაპირი ეთერებიდან დედას გვაგინებენ! ღვინოში გვიფსამენ და სულში გვაფურთხებენ! პატრიარქს გვიგინებენ! ღმრთისმშობელს გვიბილწავენ! პრეზიდენტს *ლექალას ეძახიან!…

პუфები, პუфები, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ამიტომ ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკანორ მელიას მიმართავს:ნიკა მელია როგორი ხრიკები და ტყუილები, პროპაგანდისტული არა?როგორ არ გრცხვენიათ, როგორ…

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავებისმასშტაბურ აქციას ჩაატარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა,…

კახა კალაძე: ჩემი გუნდის წევრებს უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეშისაკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს…

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს

თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემასგანაგრძობს.ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობისსხდომაზე განაცხადა.„როგორც…