fbpx

პუфები, პუфები, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ამიტომ ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკანორ მელიას მიმართავს:
ნიკა მელია როგორი ხრიკები და ტყუილები, პროპაგანდისტული არა?
როგორ არ გრცხვენიათ, როგორ შეიძლება წარმოაჩინო ადამიანი მეცენატად და ქველმოქმედად თუ ის ასეთი არ არის.
წარმოჩენა პროპაგანდისტული ხრიკებით, საკუთარ მამა ანზორზე ჰქონდა მთელ ოპოზიციურ სპექტრს და თქვენ. ბევრი ეცადეთ პატრიოტ, მეცენატ, პროფესიონალ ექიმად წარმოგეჩინათ მამა ანზორი, უბრალოდ ვერ გაქაჩა, ხან იძახა რუსეთი ჩემი მეორე სამშობლოაო, ხან მილიონი მილიარდისგან ვერ გაარჩია და ხან წართმეული კლინიკა საკუთარი შრომის შედეგად შემოგვასაღა.
მაინტერესებს, შვილთან ერთად დენდროლოგიურ პარკში, მუსიკოსთა ბაღში, პარაგრაფში, საკონცერტო დარბაზ არენაში, ოპერაში, მუსიკალურ თეატრში და ა.შ. და ა.შ რომ გაისეირნებთ, რას ეტყვით ბავშვს, მამა ანზორმა აუშენა ქართველ ხალხსო?
სამარცხვინოები ხართ, პუфები, პუфები, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ამიტომ ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში, ხალხი ბრძენია და თქვენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხნის წინ მოიცვალა.წერს ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება