fbpx

  სალომე ზურაბიშვილის  გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ-ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ,  სალომე ზურაბიშვილის  გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, –…

ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასგანაგრძობს. ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციადაიწყო.პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 475 გრძივ…

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის და მასში მონაწილეობას არ მივიღებთ-გია ცაგარეიშვილი

პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქციაა – ეს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება არ არის…

ლევან ჭოტორლიშვილი – ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია, კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს

ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში.…

ვიოლა ფონ კრამონი: სიმართლე გითხრათ, ევროკავშირს გაფართოება მაინცდამაინც არ სურს

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე ისაუბრა. „სიმართლე რომ გითხრათ, ევროკავშირს გაფართოება მაინცდამაინც არ…

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი წარადგინა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი გიორგი…

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ განერისხებინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი Gazprom Germania-ს სრული ნაციონალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ…

ყაზბეგის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერისრეაბილიტაცია დასრულდა.განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარდეპუტატ…

ხათუნა ხოფერია – ეს არ იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი!! ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს და ომის საშიშროების წინაშე მდგარი ხელისუფლების მტერი!

ვუსმენდი და თვალწინ მედგა “შაკალი”, რომელიც სისხლის სუნზე სათქვეფელად მიიზლაზნება … თან ეშინია, ვაი თუ ცოცხალი…

მურმან დუმბაძე: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს უპირველესი ამოცანა ეს უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ 20 ივნისს

ხელისუფლება უნდა შეიცვალოს უპირველესი ამოცანა ეს უნდა იყოს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ 20 ივნისს,უნდა მოვითხოვოთ, რომ შინ…

ირაკლი კობახიძე – 19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და არსით

19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და თავისი არსით. 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას ხელს…

მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი წალკის კანიონის გახსნაზე – ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ მემკვიდრეობის დაცვის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარების მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის წარმატებით განვითარება, რისი ნათელი მაგალითიც არის წალკის კანიონის უნიკალური პროექტი. „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო ებრაელო სტუმრებო, ჩვენო მეგობრებო! დიდი პატივია ჩემთვის დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და მე მინდა, პირველ რიგში ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, მადლობა „კასს ლენდს“, კომპანიას, რომელმაც აქ განახორციელა 120 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 250 ახალი სამუშაო ადგილი. ვულოცავ წალკას და ვულოცავ ჩვენს რეგიონს, მთელ ქვეყანას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება და სწორედ, ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთის მხრივ დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორეს მხრივ ასეთი თანამედროვე,  მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს,რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვახარებს, გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო – ისრაელი და ებრაული კომპანია,“- განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. „კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა მათ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებისთვის და მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს ამ კანიონის მიმდებარე ტურისტული სერვისების განვითარებას, აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას. სწორედ ესაა სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯები, ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რომ ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ინვესტორებმა. მსოფლიოში საქართველო არის მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობებია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, ყველაზე დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ძალიან გვიხარია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის, მჯერა, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდი მადლობა! ტოდა რაბა!“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. წალკის კანიონის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკა თორდიამ. პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურ დირექტორთან ერთად წალკის კანიონი დაათვალიერა. წალკის კანიონი პირველი დაცული ტერიტორიაა, სადაც კერძო საერთაშორისო ინვესტიცია განხორციელდა ებრაული კომპანიის KASS LAND-ის მიერ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია. პროექტის ფარგლებში, კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყო, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ წალკის კანიონის პერსონალი სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მოსახლეობისგან. პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა და დასაქმდა. კანიონის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.