fbpx

ვიოლა ფონ კრამონი: სიმართლე გითხრათ, ევროკავშირს გაფართოება მაინცდამაინც არ სურს

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ევროკავშირს გაფართოება მაინცდამაინც არ სურს. ყველამ იცის, რომ ახალი გეოპოლიტიკური პროცესია საჭირო, მაგრამ საკუთრივ, ევროკავშირში ინტეგრირებაც არ არის მარტივი, იქ არის ბალკანეთის სამი ქვეყანა და კიდევ სხვა ქვეყნები, ვფიქრობ, ამის გათვალისწინება სასარგებლოა და თუ საქართველომ ეს კონკრეტული კრიტერიუმები დააკმაყოფილა, მაშინ მიიღებს ამ სტატუსს”– განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება