ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის ზღვარი არის წაშლილი – ეს არის ბაკურიანში…
თვე: აპრილი 2022
როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როსტევანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობსსაბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისადა ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე…
ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ახლა საჭიროა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაცია, რათა კითხვარი დროულად შევავსოთ
ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ახლა საჭიროა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაცია, რათა კითხვარი დროულად შევავსოთ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს. „ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კითხვართან დაკავშირებით სხდომაზე მთავარი მომხსენებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, კითხვარი გადაეცა ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანას – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და პროცესი სწორედ ამ ფორმატში გაგრძელდება. ქართული მხარე ევროკავშირისგან მიღებულ კითხვარს დროულად დაამუშავებს და ევროპელ პარტნიორებს გადასცემს, ხოლო ევროკომისია დასკვნას ივნისის ბოლოს წარადგენს. კითხვარის სწრაფად და ეფექტიანად შევსების პროცესს, რომელიც ყველა უწყების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება, პირადად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.
„მასტერ ლიგის“ ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით
დასრულდა
„მასტერ ლიგის“ ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებითდასრულდათბილისის მერიის მიერ ახლად აშენებულ საფეხბურთო მოედანზე დღეს…
ჯონათან ჯანოგლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს…
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი „ძლიერთა თამაშებში“მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ისინი 16-აპრილიდან 22 აპრილისჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“…
EU4Culture პროექტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, ქუთაისში იდეათონის კონკურსი ჩატარდ
EU4Culture პროექტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, ქუთაისში იდეათონის კონკურსი ჩატარდა; შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი…
მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე – ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ზიანი მიაყენონ და ამით თავის ქვეყანას ღალატობენ
მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე – ეს არის ომის და ღალატის პარტია, ომი სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას…
ვირტუალური „ღია კარის დღეები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის დეპარტამენტის მიერ სამი დღის განმავლობაში ( მ/წ 12, 13, 14 აპრილი) ონლაინ…
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია, რომელიც რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, მორიგ რევოლუციისთვის მზადებაში ამხილეს
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიცია, რომელიც რევოლუციებში ეძებს გადარჩენის გზებს, მორიგ რევოლუციისთვის მზადებაში ამხილეს, ეტყობა საკუთარი…
დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბიბლიოთეკის თანამშრომლები,…
ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია- ჰუბერტ ქნირში
ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს და საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის…
გია გაჩეჩილაძე კელი დეგნანს: იცით თუ არა პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რას ეტყვით ქართულ საზოგადოებას?
ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი…
თავდაცვის ძალების მეთაურის შეხვედრა გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდთან
საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურისსპეციალური ასისტენტი იმყოფება. გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვისძალების…
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა გამოფენა თემაზე „ხელნაწერი წიგნის სათავეებთან“.
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა გამოფენა თემაზე „ხელნაწერი წიგნის სათავეებთან“. გამოფენის მიზანი იყო წამოეჩინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები, როგორც ქართული ენობრივი კულტურის, წიგნის ისტორიის სათავე: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია- კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების რამდენიმე ასლს. გარდა ამისა, გაიმართა სალექციო შეხვედრა თემაზე „ქართული ხელნაწერი“. ლექციას უძღვებოდა ნესტან ბაგაური – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და თემით დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ ქართულმა ენამ, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საქართველოს უდიდესი კულტურა, ტრადიცია და ისტორია შეუნარჩუნა. შესაბამისად, მისი მოფრთხილება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ვიდეოჩვენება. მნახველი გაეცნო ცენტრის კოლექციების მრავალფეროვნებასა და ხელნაწერი მემკვიდრეობის მნიშვნელობას. ღონისძიებას, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთევან წიკლაური უძღვებოდა, აგრეთვე, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, ა(ა)იპ დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანების, ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები. ცნობისათვის, ექსპოზიცია “ხელნაწერი წიგნის სათავეებთან” ქალაქ დუშეთში 3 დღის განმავლობაში დარჩება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში კვლავ შეუძლია.