fbpx

ვირტუალური „ღია კარის დღეები“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის  დეპარტამენტის მიერ სამი დღის განმავლობაში ( მ/წ 12, 13, 14 აპრილი)  ონლაინ რეჟიმში ჩატარდა პროფორიენტაციის განსაზღვრისათვის აბიტურიენტთათვის მომავალი პროფესიების( მევენახეობა, მეღვინეობა) გაცნობითი ღია ლექცია-პრეზენტაციები.

აბიტურიენტებსა და ამ თემით დაინტერესებულ ყველა მსურველს ონლაინ რეჟიმში უაღრესად საინტერესო ლექციები და პრეზენტაციები შესთავაზეს უნივერსიტეტის მევენახეობის მიმართულების პროფესორმა, მეღვინეობა „შუმი“-ს კონსულტანტმა  ბატონმა შენგელი კიკილაშვილმა, მეღვინეობის მიმართულების პროფესორმა , მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარმა მეღვინემ, სერტიფიცირებული სომელიემ ბატონმა საბა ქიტიაშვილმა , ხოლო დასკვნით მასტერ-კლასს თემაზე „საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პერსპექტივები“ უძღვებოდა უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ლაშა ბოდაველი.

ამ უაღრესად საინტერესო მასტერ-კლასების ინიციაციას , ორგანიზებას კოორდინაციას და ხელმძღვანელობას  უწევდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით გვეტაძე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავ გეგმავს აბიტურიენტთათვის ანალოგიური შინაარსისა და დატვირთვის შეხვედრების მოწყობას და განვითარებას აწ უკვე პირადი შეხვედრების რეჟიმში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება