fbpx

დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა

დღეს, 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, ადიგენის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები , ასევე ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვისშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენელი და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მონაწილეებმა 1978 წლის მოვლენები გაიხსენეს და ასევე ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის, 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. საყოველთაო პროტესტის გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, უკან დაეხია და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა. ამ მოვლენების შემდეგ, 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება