fbpx

ამერიკა საქართველოს 126 მილიონი დოლარით დაეხმარება , აშშ თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 28 მარტს 6 ტრილიონამდე ღირებულების ფედერალური ბიუჯეტი წარადგინა. ბიუჯეტში საქართველოსთვის…

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს.  გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების  საკითხი. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია,რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიურ წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად

მთავარი კითხვა ამხანაგ დანილოვს: ჩვენ, რომ გუშინ რუსეთისთვის ფრონტის გახსნას გვთავაზობდით და თქვენ დღეს მშვიდობას ჩალიჩობთ მაგას რა ჰქვია?-ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევა ნიკოლეიშვილი-კარგი ამბავი, დღეს სტამბულში გამართულ მოლაპარაკებაზე რაღაც სინათლე გამოჩნდა, რუსეთ-უკრაინის ომს შეწყვეტის პერსპექტივები გამოიკვეთა!…

ზელენსკი და მისი გუნდი გამარჯვებას იზეიმებს „კვარტალ-95“-ში და გაითამაშებს ,,სკეტჩს,, ქართული აქცენტით-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი: დღევანდელი სტამბულის შეხვედრის შემდეგ მარტივად შეიძლება სიტუაციის აღწერა და დაფიქსირება: – პუტინი გამარჯვებას…

ოპოზიციის პიპინ-პიპინიც უკვე სასაცილოდ აღარ მეჩვენება-თაკო ჩარკვიანი

მე უკვე დიდი ხანია იმედგაცრუებული ვარ. მგონია, გარკვეულ ოპოზიციონერებთან რაღაც გარიგებებს აქვს ადგილი, – ამის შესახებ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრ ჯეიმს ჰიპის შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრ ჯეიმს ჰიპის…

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეები წარადგინა. პროფესით ეკონომისტი და ფინანსისტი ვლადიმერ ზაქრაძე მერის პირველი მოადგილის…

იოსებ ხახალეიშვილი: მიმდინარე წელს ქუთაისის ინფრასტრუქტურაზე 40 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. დაწყებულია მანდარიას…

ედიშერ გვენეტაძე ბურჭულაძეზე: ნათქვამია: “გაცვეთილი კაცისაგან ყოველივე უმსგავსოებაა მოსალოდნელიო” და ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ბანმა ბურჭულაძემ!

ედიშერ გვენეტაძე ბურჭულაძეზე: ნათქვამია: “გაცვეთილი კაცისაგან ყოველივე უმსგავსოებაა მოსალოდნელიო” და ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა…

ზურაბ ქადაგიძე პაატა ბურჭულაძეზე: კრემლის კარზე დაფრთიანებული რუსული ბანი აღარ არის?

ზურაბ ქადაგიძე პაატა ბურჭულაძეზე: კრემლის კარზე დაფრთიანებული რუსული ბანი აღარ არის? ისე რა მაგარი დირიჟორი გამოდგა…

რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სტამბოლში დღეს, სამშაბათს დილით მოსკოვის დროით 10:30 საათზე დაიწყო

რუსეთი და უკრაინა განიხილავენ შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნატოში წევრობის სურვილზე უსაფრთხოების გარანტიებისა…

იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს-გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე-ისეთი პროცესები მიდის, რომ ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ…

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი მეორედ გაიგზავნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ჰუმანიტარული ტვირთი მეორედ გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების აქციის პირველ და მეორე ეტაპებს ორგანიზებას  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევდა და მასში მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი, ასევე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მონაწილეობდა. აქციის ფარგლებში, მერიების, საკრებულოების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობით, პირველადი საჭიროების ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეგროვდა. დუშეთის მუნიციპალიტეტში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის თბილისში ტრანსპორტირების პროცესს დღეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტის მერ მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და ჰუმანიტარული დახმარების აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ ეს არის უკრაინაში რეგიონებიდან ჰუმანიტარული  ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.