fbpx

2017 წელს Business Insider-ზე გამოქვეყნებულ Op-ED-ში გეიტსმა განაცხადა, რომ პოტენციურმა პანდემიამ, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი წელიწადზე ნაკლებ დროში იმსხვერპლოს

Financial Times-თან სკაიპით მიცემულ ინტერვიუში ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიისთვის სათანადო მზადყოფნის შემთხვევაში, პანდემიასთან ბრძოლა ბევრად იაფი დაჯდებოდა.

“ეს ყველაზე დიდი მოვლენაა, რომელსაც ადამიანები ცხოვრების მანძილზე განიცდიან”, — განაცხადა გეიტსმა.

მისი თქმით, მსგავსი ეპიდემიები, შესაძლოა, დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ გამეორდეს. მომავალში კი მთავრობები ინფექციებთან გასამკვლავებლად უფრო მომზადებულები იქნებიან.

მაიკროსოფტის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პანდემია მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო და რომ მომავალ მთავრობებს ანტივრუსული ბიბლიოთეკები, დიაგნოსტიკური მოწყობილობები, ისევე როგორც ადრეული განგაშის სისტემები მზადყოფნაში ექნებათ.

გეიტსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძვირი ეღირება, ახლანდელი მოუმზადებლობა მსოფლიოს ბევრად მეტი დაუჯდა:

“ხალხი აცნობიერებს, რომ 20 წელიწადში ერთხელი რაიმე ვირუსის მასობრივი გავრცელების რეალური ალბათობა არსებობს. ამის გამო ხალხი მთავრობას მოსთხოვს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის ქვეყნები მზად იყვ”

ბილ გეიტსი პოტენციური პანდემიის შესახებ დიდი ხნის მანძილზე იუწყებოდა. 2017 წელს Business Insider-ზე გამოქვეყნებულ Op-ED-ში გეიტსმა განაცხადა, რომ პოტენციურმა პანდემიამ, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი წელიწადზე ნაკლებ დროში იმსხვერპლოს.

თებერვალში, გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა, Bill and Melinda Gates Foundation-მა ახალი ვაქცინის შემუშავებაში და პრევენციული ზომების მიღებისთვის 100 მილიონი დოლარ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება