fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა ექიმებს, კორონავირუსით ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს,დაუშინეს ქვები და ჯოხები.. .

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივებმა, ექიმებს, კორონავირუსით ინფიცირებულის კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს – ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტს სოფელ მუშევანში ბოლნისის მერის წარმომადგენელი რობიზონ სელიმაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ ექიმები სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად, დაახლოებით, 19 საათზე მივიდნენ, თუმცა სოფლის მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”, – განაცხადა სელიმაშვილმა.

როგორც ირკვევა, პოლიციამ და ექიმებმა სოფელი ამ დროისათვის დატოვეს. მერის წარმომადგენლისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება