fbpx

ჯო ბაიდენი მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, უკრაინაში კონფლიქტში აშშ-ის ჯარების მონაწილეობა არ დაუშვას-ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ  განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, უკრაინაში კონფლიქტში აშშ-ის ჯარების მონაწილეობა არ დაუშვას.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ჯარების რუსეთთან საბრძოლველად გაგზავნას. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება მის განხორციელებას მოითხოვს. ეს მოითხოვს აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგებას, რაც იქნება უშუალო კონფლიქტი და პოტენციურად რუსეთთან ომი. ჩვენ არ ვგეგმავთ ამის ნაწილი ვიყოთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინაში არასაფრენი ზონის დაწესება ამჟამად არ განიხილება.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამერიკული ჯარების საფრთხეში ჩაგდებას, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინელებთან, რათა მათ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა მივცეთ“, – აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის ცის სრულად დახურვა მოითხოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება