fbpx

ბორის ჯონსონი უკრაინაში, ბრიტანეთიდან მოხალისეების წასვლას მხარს არ უჭერს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩასართავად ბრიტანეთიდან მოხალისეების წასვლას მხარს არ უჭერს. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრუსს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ მთავრობა ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ, შეუერთდნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას მხარს აქტიურად არ უჭერს.

პრემიერმინისტრის თქმით, NATO-ს არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს, აქტიურად ჩაერთოს მოსკოვის შეჭრის მოგერიებაში, რადგან უკრაინა არ არის თავდაცვის ალიანსის წევრი.

ტრუსი კი აცხადებს, რომ ის “აბსოლუტურ” მხარდაჭერას უცხადებს ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეუერთდნენ ბრძოლას უკრაინაში.

ჯონსონი მინისტრთა კაბინეტის უკანასკნელი წევრია, რომელმაც გააფრთხილა ბრიტანელები.

ბრიტანეთის პრემიერს ესტონელმა ჟურნალისტმა გაუნცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უკრაინაში ბრძოლის მსურველ მოხალისეებს მხარს უჭერდა, რაზეც ჯონსონმა უპასუხა:

“მე ძალიან მკაფიო ვიქნები ამ საკითხის შესახებ, რადგან არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ. დიდი ბრიტანეთი ასეთ რამეს აქტიურად არ აკეთებს. თუმცა, მესმის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გრძნობების, რომლებიც ემოციურად ამ კონფლიქტში ჩართულნი არიან, როცა განსხვავება სწორსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას შორის ასე აშკარაა.

„მე მესმის, რატომ გრძნობენ ადამიანები თავს ასე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფლიქტების და მათი წარმართვის შესახებ კანონები. ვფიქრობ, NATO-ს არცერთი წევრი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვის ნაბიჯს არ განიხილავს.

ბორის ჯონსონმა კვლავ გამორიცხა უკრაინის ცაზე აკრძალული ზონის არსებობა და თქვა:

“როცა საქმე აკრძალულ ზონას ეხება, ეს გულისხმობს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას… ეს არის ძალიან, ძალიან დიდი ნაბიჯი, ეს უბრალოდ NATO-ს არც ერთი ქვეყნის დღის წესრიგში არ არის.” – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება