fbpx

ჯოჯოხეთი გავიარე,ზმეიკიანი პარკის კანდიდატი ვიყავი– გაუმარჯოს სიცოცხლეს!გავიმარჯვეთ-ინეზა კოპალეიშვილი

რეანიმაციაში მყოფი 66 წლის ინფიცირებული, ინეზა კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:„33-ე დღეა საავადმყოფოში ვარ. ჯოჯოხეთი გავიარე, წუთითაც კი და ზმეიკიანი პარკის კანდიდატი ვიყავი. თავთან მელაგა გორა.– გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს, ბედნიერი დედა და ბებია ვარ, მყავს შესანიშნავი შვილები, შვილიშვილები, მეგობრები. ყველას წინაშე ქედს ვიხრი. ჩემს ნათესაობას, ვისაც ჩემმა ამბავმა ტორნადოსავით გადავუარე.ქართველებო, ეს ომი უნდა მოვიგოთ, მისაბაძები გავხდეთ მსოფლიოსთვის. ჩვენი პატიოსნობით, წესრიგით, ღმერთის ღრმა რწმენით. ვასწავლოთ და ვისწავლით სიყვარულს. პატარ-პატარა დღესასწაულები მოვუწყოთ.სტიმული მივცეთ. ყველაფერი კარგად იქნება. 21-ე საუკუნე დაიწყო, თავისი გამოწვევებით. უნდა შეგვეხოს. დავხვდეთ სწორად პანიკის გარეშე. წავა ბოლოს კოვიდი.თამუნაჩემი დიდი შენაძენი, ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ქალი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ და თამუნა გვერდით მომიწვინა და მიბრძანა, კეთილი ინებე, გამოფხიზლდი და ბავშვს მიხედე, ჰოდა… ახლა წამოვდგები და ისეთს შემოვულაწუნებთქო გულში ჩავიკარი. ჩემი ოქროს გოგო, განათლებული, დახვეწილი, საინტერესო. ჩვენ არ ვუხსნით ერთმანეთს ეს უნდა აკეთო, როგორებიც ვართ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. არასოდეს გავუშვებთ ხელს.მამაოჩვენი რეანიმაციის მფარველი. მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი – ხვიჩა ცაავა. კარებთან იწვა, მთელი დღე ლოცულობდა, უსაყვარლესი ადამიანი. ესეც ხომ სასწაულია.თამუნა, ინეზა და მამაო…..არ ვიცი ჩემი 33 დღე მართლაც სასწაული გაცისკროვნებულია. სიტყვა “ვაი” არ მითქვამს, ვაკონტროლებდი ჰაი ჰაი კორონა! ფეირვერკი ჩვენია….. ჩემო კარგო ქვეყანა, არ მოიწყინო, ყველაფერი კარგად იქნებაჩვენთან არს ღმერთი!“, – წერს ინფიცირებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება