fbpx

ბაიდენი აცხადებს რომ არ ნანობს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაინდემა თეთრ სახლში ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა, რომ არ ნანობს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას.

“მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს გადაწყვეტილებაზე”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

“მე ძალიან დამწუხარებული ვარ იმ ფაქტებით, რასაც ახლა ავღანეთში ვაწყდებით, მაგრამ არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ავღანეთში ამერიკის სამხედრო მისიის დასრულების შესახებ”, – დასძინა ბაიდენმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ “ავღანეთის დაცემა” მოხდა იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ბაიდენმა დასძინა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედროების ყოფნა ამ ქვეყნის პრობლემებს ვერ გადაჭრის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება