fbpx

 „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

 „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრა შიო მღვიმელის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობას სამომავლო გეგმებსა და იმ კონკრეტულ პროექტებზე ესაუბრა, რომელზე მუშაობასაც ის „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად აპირებს. თავის მხრივ, ამომრჩევლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს მთაწმინდის რაიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს.

ზურაბ აბაშიძე: „დღეს შიო მღვიმელის ქუჩის მაცხოვრებლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და საინტერესო საუბრები გვქონდა.  მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა განვიხილეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტები საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ.

მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლების მხრიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია და არაერთი გულითადი რჩევა მივიღე.“

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს, მთაწმინდის რაიონის მასშტაბით, რეგულარულად  გამართავს. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება