fbpx

ჯერ საქართველოს გაუმარჯოს, საქართველოს!!!მერე, როცა საქართველო გაიმარჯვებს – ყველას ვასწავლით გამარჯვებას-მირიან ყარაულაშვილი

,,იქსნიუსის,,დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი-ამ ნაძირალა მეხუთე კოლინის მიზანი ნათელია და არახალი:- საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული უზუსტობა მიმდინარე პროცესების ანალიზისას, შესაბამისად გადაგმული თუ გადასადგმელი პოლიტიკურად და გლობალურად არასწორი ნაბიჯები და შედეგად ქვეყნის გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, პურითა და პირველი მოხმარების საგნებით მომარაგების მყისიერი შეწყვეტა!!!შედეგად ელიან ამ მწვავე საკითხების მათ მიერვე ორგანიზებული აქციებითა და დემონსტრაციებით კიდევ უფრო გამწვავებას, ამ დეფიციტის შექმნაში საქართველოს მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის დადანაშაულებას და როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ- შეეცდებიან ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას და ხელისუფლების შეცვლას მათთვის სასურველი კონფიგურაციით!!!ვაი, თქვენს პატრონს, თუ ისევ მაგ გეგმით მოქმედებთ და დღემდე ისევ ვერ გამოხვედით რუსული იმპერიალისტური თვითმპყრობელობის სპეცსამსახურების ტყვეობიდან!!!დიდი გაძლება და სიმტკიცე მისცეს უფალმა საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს თქვენი “შეგდებული” ცდუნებების აყოლისგან თავის კვლავ შესაკავებლად! ხოდა, ჯერ საქართველოს გაუმარჯოს, საქართველოს!!!მერე, როცა საქათველო გაიმარჯვებს – ყველას ვასწავლით გამარჯვებას და ყველას გავუწევთ მეგზურობას გამარჯვებისკენ!!!უპირველს ყოვლისა, საქართველოს გაუმარ – ჯოს!!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება