ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილე ალექსანდრე
ზაბახიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
დაათვალიერა.
სოფელ რაჭისუბანში ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ხიმინჯები, კოჭები და მონოლითური რკინაბეტონის
ბურჯები. ამ ეტაპზე ხიდზე მიმდინარეობს დამცავი ჯებირების მოწყობის სამუშაოები.
ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და მისი ღირებულება
747 630 ლარს შეადგენს.
ზამურ ჭითანავამ ასევე დაათვალიერა დაბა თამარისში შიდა საავტომობილო გზის
მოწყობის ბოლო მონაკვეთის სამუშაოები. გზის საფუძველის მოწყობის სამუშაოები
დასრულებულია, ამ ეტაპზე ეწყობა ბორდიურები, რის შემდეგაც 460 გრძივ მეტრამდე
ასფალტბეტონის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი
ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს.
დღესვე ზამურ ჭითანავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
ერთად, იმერეთისა და ბაგრატიონის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტის ქვით ქვაფენილის მოწყობის
სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა,
ასევე ღობეებისა და ჭიშკრების მონტაჟი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერთან ერთად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსმა გიორგი გასვიანმა დაათვალიერა.