fbpx

ჯერ როგორც უკრაინის შაპიტოს ილუზიონისტისა თუ ჯამბაზის გამოსვლებს – ისე ვუყურებდით მის სასამართლო პროცესებს-დავით ქართველიშვილი

„ჯერ როგორც უკრაინის შაპიტოს ილუზიონისტისა თუ ჯამბაზის გამოსვლებს – ისე ვუყურებდით მის სასამართლო პროცესებს. მერე, როგორც ლუგანსკის ნარკო/ფსიქიატრიული დისპანსერის არშემდგარ პაციენტს. დღეს ეს ჯოჯოხეთის მოციქული სახიფათო შეტევაში გადმოვიდა და ახალი ნიღაბი მოირგო – “მაოხრებელი გზირისა”. იმ კლასიკური “სულძაღლი გზირისა”, ხალხმა ხეზე ჩამოკიდებულსაც რომ აგინა: “ამ ოხერმა, ცოცხალმა ხომ გაგვაუბედურა და მკვდარმა კიდევ სულ დედა გვიტირაო”. ვერ დაუკარგავ თვითგადარჩენის უნიკალურ თვისებას და კედელთან მიმწყვდეულ მდგომარეობაშიც კი მყისიერად შეტევაზე გადმოსვლის უნარს, ხელისუფლებაზე ზუსტად იმავე ბრალდებებით, რაშიც დროული მხილებით, მისი მხრიდან მისთვის უცხო სამშობლოს – საქართველოს სერიოზული საფრთხე აერიდა თავიდან. დღეს სასამართლო პროცესზე ვერც თავისი ტრადიციული პიროვნული არაკაცური სიმხდალე ვერ დააოკა და სანდრასთან ერთად კიდევ ერთ ქალბატონს, მოქმედ პრეზიდენტს შესთავაზა მის საკანში მოთავსება და “უვადო შიმშილობაში” უფასო ტრენინგების კურსის გავლა. მაგრამ ეს მისთვის დამახასიათებელი არაკაცობა გვერდზე გადავდოთ – უფრო სერიოზული ნაღმების დადებას ჰქონდა მცდელობა, ნაღმების – რომლებზე თვითაფეთქებაც გარდაუვალი აქვს. 2013 წლიდან დღემდე – ვერავინ დაასახელებს ვერც ერთი პროვოკაციის ფაქტს, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან, ან მისი სახელით ადგილი ჰქონოდა საოკუპაციო გამყოფ ზოლთან. თუ კი იქიდან საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი უკანალებით ოკუპანტების შეშინებას ან მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი – ამის მისამართი სწორედ რომ “მაოხრებელი გზირის” ბანაკში უნდა მოიკითხონ. დღეს ეს უკიდურესად საშიში პროვოკატორი, მის საკანში უცხოური დიპლომატიური წყაროებიდან და ერთ-ერთი “სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან” შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით – თავისივე პროვოკაციას საოკუპაციო ზოლთან, რომლის პრევენციული გამოაშკარავება სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა – მოქმედი მთავრობის “ბოროტ და მზაკვრულ” ზრახვებს მიაწერს. იმაში, რისკენაც სააკაშვილის ბანაკის ქართველი თუ უკრაინელი წარმომადგენლები უკვე არაერთხელ გვიბიძგებდნენ (საყვარელიძე, გონჩარენკო) – შეიარაღებული შეტევა განგვეხორციელებინა ოკუპირებული ზონების მიმართულებით – ეს მავნებელი დღეს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადანაშაულებს, როგორც ვერშემდგარი “მშვიდობისმყოფელი”, რომელმაც საქართველოს მთავრობას ომის პროვოცირების გეგმები თურმე “ჩაუშალა”, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის “დემილიტარიზაციის ოპერაციის” განხორციელება და მისი ნეიტრალიტეტისკენ დაყოლიება მოჰყვებოდა. დღეს სწორედ ხელისუფლებას დააბრალა რაღაც მაპროვოცირებელი ვიდეორგოლის მომზადება და სოცქსელებში მისი ტირაჟირება, რომლის ნარატივი სწორედ გონჩარენკოს და საყვარელიძეს წამოსცდა. რუსეთისთვის საოკუპაციო, ეკონომიკური, ენერგეტიკული “პანდორას ყუთის” გამღები სააკაშვილი დღეს მოქმედ ხელისუფლებას აფრთხილებს, რუსეთიდან საქართველოში მათი მოქალაქეების დამატებითი ნაკადების შეჩერების თაობაზე. რუსი გენერლების პირად მძღოლებად საკუთარი გუბერნატორების დამსაქმებელმა, მიწაზე მფორთხავმა სამარცხვინო “მთავარსარდალმა”, დღეს მოქმედ პრეზიდენტს და პრემიერს მამაცობაში ლექციას უკითხავდა, ქვეყნის დატოვებასა და კიევში ჩასვლისკენ უბიძგებდა სწორედ მაშინ, როდესაც თავადვე აფრთხილებდა საქართველოს – აქ ომის სუნი მცემსო. მოკლედ, არანაირი გიჟი და არანაირი ჯამბაზი – ეს არის საქართველოს ისტორიაში მისი ყველაზე ვერაგი “მაოხრებელი გზირი” და მასთან მიმართებაში შესაბამისი და ადეკვატური დამოკიდებულება გვმართებს, პირველ რიგში პენიტენციურ სისტემაში მისი დანარჩენ მსჯავრდებულებთან თანაბარ პირობებში ყოფნის რეჟიმის დაწესებით“- წერს Faceboo-ზე ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება