fbpx

არავინ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას-კელი დეგნანი

არავინ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება არაა საჭირო, არავინ ითხოვს ამას. მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ ერთმანეთში ეს მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველო უერთდება საერთაშორისო სანქციებს, როგორც ეს შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გავუგზავნოთ უკრაინას და ამის ერთ-ერთი საშუალება საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„სანქციების მიზანია, გავლენა მოახდინოს და შეცვალოს რუსეთის ქცევა. პირდაპირ ვიტყვი: არავინ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გაკეთება არაა საჭირო, არავინ ითხოვს ამას. ორმხრივი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს. თუ რა არის მოსალოდნელი საქართველოსგან, აშშ-ისგან და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისგან, ესაა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მხარდაჭერა. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციებზე მიერთების კუთხით, იქნებოდა ეს ირანის თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს, აშშ-ის და თავისუფლებისა და სტაბილურობის ერთგული სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ ერთმანეთში ეს მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველო უერთდება საერთაშორისო სანქციებს, როგორც ეს შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მხარდაჭერის ერთიანი გზავნილი გავუგზავნოთ უკრაინას და ამის ერთ-ერთი საშუალება საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება