fbpx

სანამ ჩვენი ერთი მოქალაქეც იქნება აქ, ვეცდებით ბოლომდე გავჩერდეთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ-უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსული

უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსულის თქმით, ხერსონის ოლქში საქართველოს 2 მოქალაქე რჩება. ოდესაში „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფთან საუბრისას თორნიკე ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსულო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„24-საათიან რეჟიმში ვართ, ცხელი ხაზი მუშაობს, მოდიან მოქალაქეები, ვემსახურებით და ყველა საკონსულო ქმედებას ვაკეთებთ. სანამ ჩვენი ერთი მოქალაქეც იქნება აქ, ვეცდებით ბოლომდე გავჩერდეთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ხერსონის ოლქში არიან ქართველები დარჩენილები. გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, რომ გამოვიყვანოთ. ვიცით, რომ წყნარად არიან, სახლში არიან და ნორმალურად გრძნობენ თავს. როგორც კი გაიხსნება ერთი გზა მაინც, აუცილებლად გამოვიყვანთ მათ“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება