ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომის დაფასებისა და წახალისების მიზნით, ღვაწლმოსილი და სამინისტროს სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული პედაგოგები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვეს.
სტუმრებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.