fbpx

ხვალიდან მოსალოდნელია სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მიმართ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა ოთხშაბათს, 6 აპრილს მიღებულ იქნეს. ამის შესახებ სამშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კლემენტ ბონმა რადიოსადგურ RFE-ს ეთერში განაცხადა.

„ხვალ ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც შესაძლოა დამატებითი სანქციები დაწესდეს“, – განაცხადა მან. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ბუჩაში შექმნილი ვითარების შედეგად დადგა.

 „ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე“, – ხაზგასმით აღნიშნა ბონმა და გაიხსენა, რომ ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ოთხი პაკეტია მიღებული.

სახელმწიფო მდივანმა ასევე გამოაცხადა პარიზის განზრახვა “დაიწყოს მოქმედება რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის შეწყვეტისკენ”.

„ეს საკითხი განიხილება ევროკავშირის დონეზე, არ მინდა წინასწარ განვსაზღვრო დისკუსიის შედეგი, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, – განაცხადა მან.

ბონმა აღნიშნა, რომ „ეს ეხება რუსულ გაზსაც“.

„მისი მიტოვების პერსპექტივა განიხილება არა მხოლოდ რუსეთზე ზეწოლის კონტექსტში, არამედ გარემოს გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, ბონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სანქციები შეეხო რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ აუცილებელია ეფექტის მიღწევა ყველა სფეროში“. დიპლომატმა აღნიშნა, რომ სანქციების პოლიტიკა „არ ერევა რუსეთთან დისკუსიების არხის შენარჩუნებაში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება