fbpx

ხათუნა ხოფერია-ისევ დაცინებენ, ისევ ატკენენ, ისევ გაწირავენ და ის მაინც იგივეს იტყვის: – “მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!” !!!…


2008 წლის აღდგომას – წმინდა ცეცხლის გადმოსვლას, იერუსალიმის უფლის აღდგომის ტაძარში, მართლმადიდებლებისთვის- ანასტასის ტაძარში შევხვდი. გოლგოთაზე ვიდექი და სასწაულს, სიცოცხლის გაგრძელებას, უშრეტ სიყვარულს ველოდი.
ცეცხლი 13-00-სასთიდა 14-00 საათის შუალედში გადმოდის ხოლმე. იმ წელს იგვიანებდა. ხალხი შფოთავდა, ნერვიულობდა, ხმაურობდა…. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა… არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა გაირინდა.
ქემოდან, სადაც კუვუკლიაა ანუ ქრისტეს საფლავი, ვიღაცამ ქართულად დასჭექა……… მამაო ჩვენო!…..
თითქოს მოლაპარაკებული ვყოფილიყავით, ისე ავყევით ყველანი, იმავე ხმაზე, ისეთივე თავგანწირვით და ვედრებით!
მოვედინ სუფევა, შენი… პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩენ…. გვიხსენ ბოროტისაგან, ამინ!!!…
და ცეცხლი გადმოვიდა….
მერე საინფორმაციოები აცხადებდნენ, რომ ქართველთა ლოცვაზე გადმოვიდა ცეცხლი.
ხომ არაფერი, მაგრამ შეგრძნება იყო საოცარი… თითქოს ვიხსენით კაცობრიობა, თითქოს ხმა მივაწვდინეთ და იმანაც დაგვიჯერა….
ახლაც, აღდგომა მოდის. ისევ გაივლის მაცხოვარი გზას გოლგითამდე… ვია დოლორესას! ისევ დაადგამენ თავზე ეკლიან გვირგვინს ყიჟინით – “გი­ხა­რო­დეს, იუ­დე­ველ­თა მე­ფევ!”, ისევ, უკვე მერამდენედ, გახედავს დედა თავისი შვილის ტანჯვას. ისევ დაეცემა, ისევ წამოდგება, ისევ დაცინებენ, ისევ ატკენენ, ისევ გაწირავენ და ის მაინც იგივეს იტყვის: – “მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!” !!!…
“მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!”
“მა­მაო, მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან, რასა იქ­მან!”
2020 წლის აღდგომის ღამეს, მთელ მსოფლიოში, ღმერთის სახლებს გამოკეტავენ! სიკვდილის შიშით არ აზეიმებენ ხალხს სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას!
ჩვენ კი ვილოცებთ, ჩვენ, უძლურებაში მყოფნი სახლებში, ჯანმრთელნი ტაძრებში…. ვილოცებთ სრულიად ქრისტიანებისთვის! მთელი მართლმადიდებელი მრევლის ნაცვლად! ჩვენი სამშობლოსთვის, მათი სამშობლოსთვის! ჩვენი შვილებისთვის! მათი მომავლისთვის, კაცობრიობის გადარჩენისთვის!
და იტყვის ჩვენი პატრიარქი:
-ქრისტე აღსდგა!
და ვეტყვით ჩვენ :
-ჭეშმარიტად აღსდგა!
და იტყვის სრულიად ქართული ეკლესია:
-ქრისტე აღსდგა!
და იტყვის ღვთისმშობლის წილხვედრი მრევლი:
-ჭეშმარიტად აღსდგა!
და იტყვის ქრისტიანული სამყარო:
-ქრისტე აღსდგა!
და ეტყვის ჩვენი შთამომავლობა:
-ჭეშმარიტად აღსდგა!
ამინ!

გაუზიარე!

Shares