fbpx

პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა …

ახალმა ზელანდიამ COVID-19-ის ეპიდემია დაამარცხა. როგორც CNN იუწყება, ამის შესახებ კუნძულოვანი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, იასინდა არდერნმა განაცხადა.

გასული 24 საათის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ინფიცირების მხოლოდ 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით 1239-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 1 პაციენტი. საავადმყოფოში მხოლოდ 14 ადამიანი იმყოფება, ხოლო 317 გამოჯანმრთელებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად კლებულობს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ახალ ზელანდიელებს, იმისთვის, რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ მათ შექმნეს თავდაცვითი კედელი, რითაც ხელი შეუშალეს ინფექციის გავრცელებას.

“ის, რაც ახალმა ზელანდიელებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გააკეთეს უდიდესი მიღწევაა. მათ დაარღვიეს ინფიცირების ჯაჭვი და ეს ერთმანეთისთვის გააკეთეს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალისხმევისთვის. ერთად შევძელით სხვების დაცვა და ჩვენ ეს გამოგვივიდა, თქვენ სხვების სიცოცხლე გადარჩინეთ. თუმცა მარათონი კვლავ გრძელდება”, – განაცხადა იასინდა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო პირველი პაციენტი 29 მარტს გარდაიცვალა. ქვეყანას ამ დრომდე ვირუსით მხოლოდ ერთი დაღუპული ჰყავს.

გაუზიარე!

Shares