fbpx

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, სადაც სპორტსმენის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

ბასილაშვილის ახლობლების ინფორმაციით, სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც.

სააგენტოს ცნობით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაუზიარე!

Shares