fbpx

ბელა მასწ,ძალიან გთხოვთ მადლობა უთხარით დეპუტატს…

,,იქსნიუსმა, ცაგერის სკოლის მასწავლებლის წერილი მიიღო ,უცვლელად გთავაზობთ და ჩვენც ვიზიარებთ ამ სიხარულს,ბელა საღინაძე-ცხოვრებაში უამრავ მაღალჩინოსანს შევხვედრივარ–ზოგს ასეთს,ზოგს ისეთს…ხშირად მინახავს მაღალჩინოსნები,სარკესთან დაყენებული სახეებით ამაყად რომ დააბიჯებენ,მათი ტელეფონებიც ხომ ხშირად მიუწვდომელია, ან ადრესატის მაგივრად ავტომოპასუხე გპასუხობს,რომ დაკავებულია.. ახლა ისეთ მაღალჩინოსანზე უნდა მოგიყვეთ,რომლისთვისაც საპასუხოდ და სიკეთის საკეთებლად დრო,საათი და ადგილი არ არსებობს… ასეთი მაღალჩინოსანი მე ჯერ არ მინახავს.

ეს რაჭა—ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის მაჟორიტარი,გოჩა ენუქიძეა. პირადად ჯერ არ შევხვედრივარ…წერილები კი,ვინ დათვლის რამდენი მიმიწერია და ყოველთვის გაოცებული დავრჩენილვარ,როგორ ახერხებს,ამ წერილებზე პასუხად მზა სიკეთის შემოგებებას… ახლა ერთ ასეთ სიკეთეზე მინდა გითხრათ:ამ პანდემიის პერიოდში,როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა,მიგეხსენებათ,ჩვენ მაღალმთიანი რეგიონი ვართ და ყველა მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტთან.ბატონ გოჩას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია და რეგიონის მასშტაბით ბევრ მოსწავლეს სიურპრიზი მოუწყო–საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლუხვანოს საჯარო სკოლაში,სადაც მე ვასწავლი,გვყავს 5 მცირეწლოვანი მოსწავლე,რომლებსაც სულ პატარა ასაკიდან,ბებია ზრდის…ამ ბავშვებს ბატონმა გოჩამ 6 თვის წინ დიდი ,პლაზმური ტელევიზორი გადასცა საჩუქრად.ამიტომ ძალიან კი მომერიდა შეწუხება,მაგრამ ისე მინდოდა ჩემს მოსწავლეებსაც ჰქონოდათ კომპიუტერი,დიდი ფიქრის შემდეგ,გადავწყვიტე მიმეწერა.რომ იქნებ ამ ბავშვებსაც.. . წერილი დასრულებული არ მქონდა,რომ ბატონი გოჩას ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი დამიკავშირდა და მითხრა,რომ ერთ კვირაში ჩემი მოსწავლეებიც მიიღებდნენ დეპუტატის საჩუქარს.

ერთი კვირაც არ გასულა,5 დღის შემდეგ გაიხარეს ამ კუდრაჭებმა—დეპუტატისგან საჩუქრად კომპიუტერი და სურსათი მიიღეს. —ბელა მასწ. ძალიან გთხოვთ,მადლობა უთხარით დეპუტატსო,—შემომძახეს . მადლობა ამ კუდრაჭების სახელით. მეც ვარ თანაზიარი მათი დიდი სიხარულის,გაბრწყინებული თვალების და ამ სიკეთის.

მეც ამ ბავშვებივით მიხარია ახლა,როგორც მათ პედაგოგს და თქვენდამი მოწერილი წერილის ავტორს. როდესაც შენი ბედნიერება სხვისი სიხარულით იზომება—აი,მაშინ ხარ ადამიანი! გმადლობ,ბატონო გოჩა,ამ დიდი ადამიანობისთვის! და ბოლოს:,,მრავალ არიან ჩინებულ,მაგრამ მცირედნი რჩეულ! ბელა საღინაძე პედაგოგი

გაუზიარე!

Shares