fbpx

თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს.

რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო 30 ნაწილად უნდა დაიყოს და მაჟორიტარული ოლქები დაკომპლექტდეს.

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.

  • რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 1 მაჟორიტარული ოლქი
  • სამეგრელო – 3 მაჟორიტარული ოლქი

ფოთს, ხობსა და სენაკს – 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება; აბაშას, მარტვილს, ჩხოროწყუსა და წალენჯიხასაც – 1; მესამე ოლქი სამეგრელოში ზუგდიდი იქნება.

  • იმერეთში – ყველაზე მეტი 4 მაჟორიტარულ ოლქი იქნება

ვანის, სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ამომრჩეველი ერთ მაჟორიტარს აირჩევს. ერთი ოლქი იქნება ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა და ტყიბული. ერთ ოლქად გაერთიანდება ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერეც. ცალკე მაჟორიტარი ეყოლება ქუთაისს.

  • გურია – 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება
  • აჭარას – 3 საარჩევნო ოლქი

ქედა, შუახევი, ხულო და ხელვაჩაურის ნაწილი ერთი ოლქი იქნება; ხელვაჩაურის მეორე ნაწილს ქობულეთთან ერთად ცალკე მაჟორიტარი ეყოლება; მესამე საარჩევნო ოლქი იქნება ბათუმი.

  • შიდა ქართლი- 2 საარჩევნო ოლქი
  • ქვემო ქართლი – 3 მაჟორიტარი დეპუტატი
  • სამცხე-ჯავახეთი – 2 ოლქი
  • მცხეთა-მთიანეთი – 1 მაჟორიტარი დეპუტატი

რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზბეგს, დუშეთს, მცხეთას და თიანეთს ერთი მაჟორტიატი ეყოლება.

  • კახეთი – 2 მაჟორიტარული ოლქი.

საგარეჟოს, გურჯაანს, სიღნაღს და დედოფლისწყაროს ერთი დეპუტატი, მეორე კი ახმეტას, თელავს, ყვარელს და ლაგოდეხს ეყოლება.

  • თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდება.
  1. მთაწმინდა – კრწანისი
  2. ვაკე
  3. საბურთალო
  4. ისანი
  5. სამგორი
  6. დიდუბე-ჩუღურეთი
  7. ნაძალადევი
  8. გლდანი 

2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების შუამავლობით არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი სულ 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% უნდა იყოს.

ცვლილებების თანახმად, იმოქმედებს 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares