fbpx

ჩემი ,,წყარო,, სუსის მაღალჩინოსანი და ,,ქართული ოცნების,,მაღალჩინოსანი იყო-ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა.

გვარამია ამბობს, რომ მას კითხვები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.

“შეკითხვები ჰქონდათ სწყაროსთან დაკავშირებით. წყარო არის სუს-ის მაღალჩნოსანი. მეორე მაღალჩინოსანი არის „ქართული ოცნების“ წევრი, რომელის უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ინფორმაციას ფლობს. ეს ინფორმაცია მივაწოდე“

მისივე თქმით, წყაროების სახელები მას არ დაუსახელებია.

ხოდა, სუსი, ეგ ხომ განცხადებაშიც თქვა, მე მაშინ გავიგე, როცა საქართველოს სუსს გადმოეცა საქმე და სუსიდან გავიგეო?

გვარამიას დაკითხვა კი არა, სუსის “ვირთხები” რომ ეძებო, არა?

და ისე, ძაან მაინტერესებს “ოცნების” მაღალჩინოსნები რომ აყვირეთ გვარამია დასაჭერია, ინფორმაცია არ მიაწოდა სუსსო – არ გააფრთხილეთ პოლიტიკოსები (პროფესიით იურისტები), რომ ინფორმაციის დამალვაში ვერ დაადანაშაულებდით, რადგან მას თქვენგან გატანილი ინფორმაცია ჰქონდა და მისი ინფორმაცია სულ ის იყო, რომ თქვენ ამ საქმეს იძიებდით?

ხალხი ამბობს, სუსმა თავად მიაწოდა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც უნდოდა რომ სცოდნოდა გვარამიასო და წყარო ჩამოგითვალოთ?

ჩამოურბინეთ ახლა ოცნების ლიდერებს და სხვა მესიჯი დაურიგეთ, ვერსიამ გვარამია დასაჭერია ინფორმაციის დამალვაში და გაბუნიაც არ გააფრთხილა – (არადა გაბუნიამ მის წყაროდ დღეს გვარამია დაგისახელათ) – სასამართლოზე ჰპოვა საფლავი.

და ხო, გილოცავთ, განზრახ მკვლელობის დაკვეთის გამოძიება დაიწყეთ და ყალბი საბუთების გამოყენების მუხლით დააკავეთ ერთი პირი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება