fbpx

კომპანია “დეზინმასტერი” დეზინფენქციებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური აპარატებით და ხსნარებით ატარებს

კომპანია „დეზინმასტერი“ დეზინფექციებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური აპარატებით და ხსნარებით ატარებს

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელ პროცედურად იქცა სხვადასხვა ტიპის ფართების, სავაჭრო ცენტრების, კომპანიების, სილამაზის სალონების, კვების ობიექტების, საკვების დამამზადებელი საწარმო-ქარხნების, სასტუმროების, ყველა იმ ობიექტის დეზინფექცია, რომლებიც აგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, გათვალისწინებული დებულებების საფუძველზე.

გარდა, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოებისა, თითოეული ადამიანის დღის წესრიგს წარმოადგენს გამოიყენოს სადეზინფექციო ხსნარები ხელების დასამუშავებლად, როდესაც ეხება ზედაპირებს თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში.

საბაზრო მოთხოვნებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, კომპანია „დეზინმასტერი“ აქტიურად ჩაერთო მიმდინარე პროცესებში, რომელიც ყველასათვის ცნობილი „ელექსირის“ ოფიციალური პარტნიორია.

„ელექსირის“ პროდუქცია, კონკრეტულად, სადეზინფქციო ხსნარები უნიკალური პროდუქტების სიაში შედის. იგი ავსტრიელ მეცნიერ ჰერბერტ ვანდლისთან თანამშრომლობით შეიქმნა.

გამოიყენება: ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

 „ელექსირის“ პროდუქცია აგროსექტორისთვის  ცხოველების და მცენარეების ჯანსაღი და პროდუქტიული განვითარების დამხმარე საშუალებაა, ხოლო „ელექსირის“ სადეზინფექციო საშუალებები იდეალურია სანიტარ-ჰიგიენური მიზნებისთვის მრეწველობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ შეიცავს ტოქსიკურ პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ცხოველებისთვის, რეკომენდებულია ორგანულ მეურნეობაში ბიო პროდუქტების საწარმოებლად. საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ფერმერების კეთილდღეობაზე და საშუალებას მისცემს მათ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების გამოყენებით განავითარონ ბიზნესი.

რაც შეეხება ხელის სადეზინფექციო საშუალებებს, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აუცილებელია ხსნარი ანტიალერგიული მოქმედების ანტისეპტიკი იყოს, რათა მისმა შემადგენლობამ არ გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, არ გამოაშროს კანი, ან მისი სახეზე მოხვედრის შემთხვევაში არ შეგვექმნას დისკომფორტი. „ელექსირის“ ხელის დეზინფეტანტებს მომხმარებლებმა „კოსმეტიკასთან სატარებელი პროდუქტი შეარქვეს“, მისი მახასითებლებიდან გამომდინარე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი უსაფრთხოა ბავშვებისთვის, (შემხებლობიდან გამომდინარე).

სადეზინფქციო ხსნარებს პანდემიამდეც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჯანმრთელი გარემოს შექმნის პროცესში. დღეში ვეხებით მილიონობით ბაქტერიას, მავნე მიკრო ნაწილაკებს, რომლებიც დაუკითხავად ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას. მათ რიცხვშია ინფექციები, სტაფილოკოკები და სხვადასხვა ნარჩენი ნივთიერებები. გამომდინარე აქედან, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე მეტად საყურადღებოა ამ მიმართულებით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს უსიამოვნება. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა კომპანია „დეზინმასტერმა“ ჩამოეყალიბებინა გუნდი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებას, პროდუქტის, მათი დანიშნულების და საჭირო მომსახურებების შესახებ.

„ელექსირის“ სადეზინფექციო ხსნარების შეძენა ხელსაყრელ ფასად შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: წერეთლის გამზირი 99 (გამოფენის მოპირდაპირე მხარეს)

დამატებითი კითხვებისთვის კი დაუკავშირდით: 032 203 33 99

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება