fbpx

შევძელით მოსახლეობისთვის კიდევ ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება-გოგი მეშველიანი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი-

დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 2 წლიანია და პირველ ეტაპზე მოეწყობა 4 კლომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო ამ დროისათვის უკვე დაგებულია 1 კმ. ასფალტი. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 4 149 899.99 ლარს. ✔მახარებს ის ფაქტი, რომ შევძელით მოსახლეობისთვის კიდევ ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება და ადამიანების მოლოდინის გამართლება.✔წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარეთის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას და საუბრობდა მოუწესრიგებელი გზისგან წარმოქმნილი პრობლემეზე. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარებაზე. აღნიშნულ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რამაც შედეგი გამოიღო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება