fbpx

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი წარმატებულ პროექტებზე

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი წარმატებებზე საუბრობს-

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგიონში ბევრი წარმატებული, მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შექმნა საბაზისო ინფრასტრუქტურით სარგებლობის ყველა შესაძლებლობა – ამ დრომდე შესრულებული სამუშაოების შედეგად მუნიციპალიტეტების თითქმის ყველა სოფელი გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით უკავშირდება ადმინისტრაციულ ცენტრებს. შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, როგორც სააღმზრდელო ასევე სასკოლო და პროფესიული სწავლების მიმართულებით. გაიზარდა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, აშენდა და რეაბილიტირდა ჯანდაცვის ობიექტები, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. წყალმომარაგების სისტემები მოეწყო და მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ისეთ სოფლებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ არსებობდა. • განხორციელდა 20 752 278 ლარის ღირებულების, 133 სოფლის სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო პროექტი. • მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, აშენდა 38 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 131-ს. • აშენდა 28 ახალი და რეაბილიტირდა 100-ზე მეტი სააღმზრდელო დაწესებულება. • პანდემიისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, რუსთავში გაიხსნა ახალი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვემო ქართლში, ერთი ბიზნესიდან სამუშაო ადგილების რეკორდული რაოდენობა შეიქმნა. • 40 მილიონი დოლარის ღირებულების უპრეცენდენტო საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. • 2020 წელს, დასრულდა ბიტუმის საწარმოს მშენებლობა – ,,რუსთავოილი“ პირველი საწარმოა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ბიტუმს აწარმოებს. ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. • მხოლოდ 2020 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, გაიხსნა 26 ახალი საწარმო და გაფართოვდა 165. • აქტიურ ფაზაშია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრან-თელეთისა და კუმისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის ღირებულება 10 მილიონამდე ლარს შეადგენს. • დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს მარტყოფისა და სოფელ მუღანლოს წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის – შედეგად, უახლოეს პერიოდში, 35 000 აბონენტი ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. • შენდება მარნეულისა ბოლნისის წყალარინებისა და წყლის სისტემები – პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი, დაახლოებით, 55 მილიონი დოლარით, აფინანსებს. • რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელიც 15 სოფლის მოსახლეობის ხარისხიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. • წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, ისტორიული მნიშვნელობის მასშტაბური სამუშაოები შესრულდა სოფელ ჯორჯიაშვილსა და ბოგვში, ისეთ ლოკაციებზე, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა. • ასევე, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, სადაც 4 ათეული წლის შემდეგ, 7 სოფლის 7 ათასამდე ბენეფიციარი, უახლოეს პერიოდში, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. • მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის, მხოლოდ 2020 წელს, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, გაზიფიცირდა 31 ლოკაცია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის გაზიფიცირებაა. • გაიხსნა საგანმანათლებლო, ტურისტული და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – ბოლნისის ახალი მუზეუმი. • დასრულდა ტურისტული მნიშვნელობის პროექტის – შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია. • მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლის ტიპის დასახლება აშენდა 32 დევნილი ოჯახისთვის. • პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში აშენდა პროფესიული კოლეჯი. • რაც ყველაზე მთავარია, უკვე დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც რუსთაველები უკვე დიდი ხანია ელოდებოდნენ. • რუსთავში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი. • კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ქვემო ქართლის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, სახელმწიფო, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მასშტაბური სოციალური აქტივობაც განხორციელდა – მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებმა, საჭიროებების მიხედვით, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები, რამდენიმე ეტაპად, მიიღეს. პროდუქტები გადაეცათ სააღმზრდელო დაწესებულებების ბენეფიციარებსაც. პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. • ასევე უწყეტ რეჟიმში ხორციელდება ვაქცინაციის ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი კამპანიები რეგიონის დიდ კლინიკებსა და სპეციალურად მოწყობილ, ამცრელ, პუნქტებში.ამ მრავალრიცხოვანი საქმეებისგან ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული, მარნეულში, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა და დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის სახელობის დღესასწაულის ტრადიციად დამკვიდრებაა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველის გენიალური ნაწარმოების მთავარი ღირებულებები, რეგიონში, ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას, კიდევ უფრო მეტად, შეუწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ სწორედ მსგავსი მნიშვნელობის სიახლით დავასრულე ქვემო ქართლში, ჩემი, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის, საქმიანობა. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს სამწლიანი თავდაუზოგავი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს – სამთავრობო გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებს, სამოქალაქო და კერძო სექტორს, რომელთა უდიდესი მხარდაჭერის საფუძველზე, მხარეში მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მჯერა, რომ რეგიონის განვითარება ჩვენი გუნდის ახალი წევრების საქმიანობის პერიოდში, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება