fbpx

ყოფილი დეპუტატი შოთა შალელიშვილი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი გახარიას გადააბაროს

ყოფილი პარლამენტარი შოთა შალელიშვილი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს ხელისუფლება გიორგი კვირიკაშვილის და გიორგი გახარიას გადააბაროს. ის ივანიშვილს არსებული სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი სწორედ ესაა.facebook sharing button

whatsapp sharing button

“ბატონო ბიძინა, მინდა, შემოგთავაზოთ ხედვა როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.
გადავწყვიტე მომერთა თქვენთვის ღია წერილით, რადგან ქვეყანაში უკვე საკმაოდ რთული ვითარებაა და გამოსავალი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ, მე კი კრიზისიდან გამოსვლის ჩემეულ ხედვას გთავაზობთ:

1. მტკიცედ განაცხადეთ, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, მაგრამ კონსტიტუციაში შეიტანთ ცვლილებებს, რომ 2024 არჩევნები ჩატარდება სრული პროპორციული სისტემით, 2-3%-იანი ბარიერით.

2. სთხოვეთ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს და გიორგი გახარიას, გადაიბარონ მთავრობისა და ქვეყნის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობით. აგრეთვე, მათ ჩაატარონ შემდეგი არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ და გამჭვირვალე პირობებში.

3. “გადაუვადეთ” ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდის ვადა, ამის პრაქტიკა და პრეცედენტი არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში და მიეცით მას თავის დაცვის უფლება. იგივე სასამართლო, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებს, სამართლიანადაც გაასამართლებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ამით თქვენ საბოლოოდ ქვეყანას გამოიყვანთ არსებული კრიზისიდან და დაიმკვიდრებთ ერთ-ერთ გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, გამჭრიახი ადამიანის სახელს საქართველოს ისტორიაში.”- წერს შალელიშვილი თავის გვერდზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება