fbpx

ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა

ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის ელჩს და ახალდანიშნულ სამხედრო ატაშეს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და
ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში
უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე
დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის
მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მხარდაჭერისთვის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების
პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე
ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვის
სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და
სამომავლო პერსპექტივებზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება