fbpx

ყველა იმ არაადამიანის დედა ვატირე , ვინც უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას მშვიდად უყურებს და ერთი სული აქვთ საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ-ლექსო თამაზაშვილი

ყოფილი პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი წერს-

პირველ რიგში, ყველა იმ არაადამიანის დედა ვატირე , ვინც უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას მშვიდად უყურებს და ერთი სული აქვთ – საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ!!! რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ? შეუერთდეს იმ სანქციებს , რომელსაც მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის წევრები შეუერთდნენ? რომლებიც დარწმუნებულები არიან , რომ მათ არანაირი საფრთხე რუსეთის მხრიდან (ამ ეტაპზე) არ ემუქრებათ? სხვა რომელი ქვეყანა შეურთდა ამ სანქციებს? ის სხვა ამბავია , რამდენად პროპორციულია აღნიშნული სანქციების რუსეთის მოქმედებებთან!! რა უნდა ქნას პრემიერ მინისტრმა? ჩავიდეს ქალაქში , რომელიც ალყაშია და იბომბება და რომელშიც , არცერთი ევროპული ქვეყნის მეთაური არ ჩასულა?! ჩვენზე ბევრად ძლიერი და დიდი სახელმწიფოების საელჩოებმა ევაკუაცია გამოაცხადეს და დატოვეს კიევი.. საქართველოს საელჩო , ამ წუთებშიც ფუნქციონერობს… არ დაგვავიწყდეს , რომ რუსეთმა დაარღვია მსოფლიო წესრიგი და ძალის დემონსტრირებით ცდილობს , თავისი სისხლიანი პოლიტიკის გატარებას.. მისი ჯარები კი სულ რაღაც 50 კილომეტრში დგას საქართველოს დედაქალაქთან… და ეს მოცემულობა გვაქვს , სწორედ იმ პოლიტიკოსების წყალობით , რომლებიც ეხლა “მამაცობენ” და რომელთა ლაჩრობაც ყველამიხილა 2008 წლის აგვისტოში… დიდება საქართველოს! 🇬🇪დიდება უკრაინას! 🇺🇦თავისუფლებას დიდება!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება