fbpx

ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს,არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს-რუსუდან შარაძე

ქარ­თველ­მა ას­ტრო­ლოგ­მა, მი­ხე­ილ ცა­გა­რელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა “ჰო­როს­კოპ­ში” კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის გა­მომ­წვევ “მი­ზე­ზებ­თან” და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი ხედ­ვა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და მა­ყუ­რე­ბელს აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რი და­უ­ხა­ტა, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რე­ბი ბილ გე­ით­სი და ილონ მას­კი თა­მა­შო­ბენ.

“ეს ორი პი­როვ­ნე­ბა და­უ­ახ­ლოვ­და ერ­თმა­ნეთს, პირი შეკ­რეს და მო­ი­ლა­პა­რა­კეს გარ­კვე­ულ გეგ­მებ­ზე. ეს გეგ­მე­ბი 2015 წელს გა­სა­ჯა­როვ­და, რო­დე­საც ბილ გე­ითსს ჰქონ­და გა­მოს­ვლე­ბი და მან არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ, მო­ი­თხოვ­და ამას გა­მუდ­მე­ბით. ბილ გე­ით­სი არის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლისა­ერ­თა­შო­რი­სო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა, რო­მელ­საც აშშ-მა ახლა და­ფი­ნან­სე­ბა შე­უ­წყვი­ტა. სა­მა­გი­ე­როდ, ორი იმ­დე­ნი მის­ცა ბილ გეთსმა. ეჭ­ვე­ბი ჩნდე­ბა, რა­ტომ არის ბილ გე­ით­სი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წინსვლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ჩვენ­ზე ზრუ­ნავს თუ სა­კუ­თარ თავ­ზე… ერთი სი­ტყვით ეს ორი პი­როვ­ნე­ბა წყვეტს სამ­ყა­როს ბედს…” – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ილონ მასკს აქვსპრო­ექ­ტი “სკა­ი­ლინ­კი”, მას აქვს ასე­ვე ფირ­მა “სფე­ის 10”, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს ამ თა­ნამ­გზავ­რებს და მათ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ამ­გზავ­რებს კოს­მოს­ში. ასე­ვე იწყე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მათი მიმ­ღე­ბე­ბის, პა­ტა­რა რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბის დად­გმა და ხდე­ბა კოს­მო­სის და­პყრო­ბა…
ცაგარელმა 5G ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და ბილ გე­ით­სი და ილონ მას­კი სა­მო­მავ­ლოდ პან­დე­მი­ე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რათა მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცოს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის, “ჩი­პი­ზა­ცია” და “რო­ბო­ტი­ზა­ცია” გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზა­ნი ყვე­ლა რე­ლი­გი­ის მოს­პო­ბა და ახა­ლი რე­ლი­გი­ის შექ­მნაა, რა­საც ახა­ლი ჰო­ლოგ­რა­მუ­ლი და ლა­ზე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და ადა­მი­ა­ნებს სა­ბო­ლო­ოდ და­ი­მორ­ჩი­ლე­ბენ.გა­და­ცე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იზი­ა­რე­ბენ ამ თე­ო­რი­ებს და ეთან­ხმე­ბი­ან კი­დეც ას­ტრო­ლოგს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა იუ­მო­რი­თა და მწვა­ვე კრი­ტი­კი­თაა გან­წყო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თე­ბი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის და­კა­ვე­ბა­სა და და­კი­თხვა­საც ითხო­ვენ.

მიხეილ ცაგარელის გამოსვლას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსუდან შარაძეც, რომელიც წერს:

“ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს. სხვადასხვა იყო ტექნოლოგიები, მიზანი ყოველთვის ერთი – ტყუილ-მართლის ერთმანეთში იმგვარად აზელვა და გადაზელვა, რომ მერე სიმართლეც არავინ დაიჯეროს, იდეა ძირშივე მოისპოს, ბრბოს ერთმა ნაწილმა იხარხაროს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამ შარლატანებს ღმერთის ხმად მიიჩნევდეს.
არ ვიცი, მის ბოდვაში, რა არის მართალი და რა ტყუილი, არც ის ვიცი, ვინ დაავალა, რომ ერთი საათი ამტკიცებდეს, მილიონობით კაცი გაწყდებითო და ბოლოში მიაკნავლოს, რომ ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია – ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა. არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია “კავკასიის” გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს და თავის ახალ იმიჯზე არ ზრუნავს. და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს და აშინებენ გაწყვეტით? თან ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო, არა – ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გადაცემაში, როგორც ასტროლოგი არ საუბრობს. აბა, ბოდიში და ვინ ჩემი ფეხია?”, – წერს რუსუდან შარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება