fbpx

მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლია ტალახი ზილონ – ნოდარ მელაძე

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და ამჟამად „ტვ პირველის“ მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კრიტიკოსებს პასუხობს:

„რა კარგია გქონდეს უნარი, დუმილით უყურო როგორ კარგავენ ადამიანები სახეს.

ეს დუმილი, გეხმარება, არ გახდე მათნაირი და ხელს უწყობს მათ, კარგად გამოაჩინონ თავისი რეალური სახე!

ხვალ, დღევანდელ ამბავს ყავლი გაუვა, ხვალინდელს ზეგ, უბრალოდ სულ მაინტერესებს, ნეტა შემოხედვა თუ შერცხვებათ?

დუმილი ჩემთვის ოქროა, აბა ჩალის ფასი რომ ჰქონდეს, რამდენ რამეს დაწერდა კაცი!

ჩემთვის მთავარი პრინციპია ცხოვრებაში – შრომა, შრომა და შრომა. ჰოდა მე ისევ ვიშრომებ, სხვებს შეუძლია ტალახი ზილონ“, – წერს ნოდარ მელაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება