fbpx

მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში,
გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორის, მუხიანი 2-ში,
ხანძთის ქუჩაზე.
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. გამგეობის
კონტრაქტორი კომპანიის მიერ, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და
ბორდიური. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და ასფალტის საფარი 3 000
კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.
ხანძთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის
ბიუჯეტიდან 251 705 ლარი დაიხარჯა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება