fbpx

“ფრონტერას” ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას ფული დახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა-ირაკლი კობახიძე

ფრონტერას” ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას ფული დახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის​ საავტორო სტატიის შეფასებისას განაცხადა.

ფრონტერას” ლობისტებთან დაკავშირებით იცით ჩვენი პოზიცია, ღრმად ჩვენ არ შევალთ. ჩვენთვის ცნობილია, თუ რა პროცესები უდევს საფუძვლად ასეთ განცხადებებს. “ფრონტერას” ურჩევნია, ლობისტზე ფულის ხარჯვას ფული დახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ამდენი ხარჯვა ლობისტებში აღარ დასჭირდებოდა. შესაბამისად, ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და ასეთ განცხადებებს მეტი კომენტარი აღარ სჭირდება”, – განმარტა კობახიძემ.

ცნობისთვის, საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – “აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

გაუზიარე!

Shares