fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერმ-მინისტრს  ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები  განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები. ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და  ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების  როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა,რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის  ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ  უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე – განათლებისა და კულტურის სფეროებში  ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ირაკლი კობახიძე – ქვეშეთი-კობის  დამაკავშირებელი 9კილომეტრიანი  გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო  ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტულიშესაძლებლობების განვითარებას

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი  გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.  „დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის  მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით. არის 10 სოფელი, რომელიც  უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით,  ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი  მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის  ეს მონაკვეთი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ველოდებით,  რომ აქციის მონაწილეები მეორე  მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი. „გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა პრემიერმა.

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს…

უეფას პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს

უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს…

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს – ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს სტაჟირების პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას

ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების…

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე  წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

ირაკლი კობახიძე – ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის  მაღალ დონეზე- რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე.  რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას,- ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს  სტოლტენბერგთან. „გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის  რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება  ნატო-საქართველოს პარტნიორობას.  ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე.  რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად  გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე-დავით ხიდაშელთან დაკავშირებით  თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა  ინფორმაცია,სადაც მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე,  მითუმეტეს საიდუმლო ინფორმაციაზე  წვდომა არ ჰქონია მას

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს,ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხიდაშელტან იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. „მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ  ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ  ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას,ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით.  იყო გარკვეული შრომითიო ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.  აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი  იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან,მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან.  შესაბამისად, აქ სპეკულაციები მემგონი ზედმეტია:, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესო9ბას ვერ ექნება ეს სურვილი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას. „რაც შეეხება ცესკოს საკითხს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე – დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს ორი წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას ბუნებრივია არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში ტავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას,  აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება,…

ირაკლი კობახიძე – „Swissôtel Tbilisi-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო  „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიციები განხორციელდა კონკრეტულად სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიციები განხორციელდეს ამ სფეროში, რის საფუძველზეც 37 000 ახალი საწოლიადგილი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ სასტუმროს მფლობელსა და ინვესტორ ემინ უჩარს, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფის „Accor-ის“ ხელმძღვანელობას სასტუმროს გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს „Accor-ის“ ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალექსის დელაროფმა და „მაქრო ჯგუფის“ პრეზიდენტმა ემინ  უჩარმა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; თბილისის მერი კახა კალაძე; დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, – …