fbpx

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის
თანხები გამოჰყო

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის
თანხები გამოჰყო
გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები
შეიძინა. ჰუმანიტარული ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება
მიმდინარებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჰუმანიტარული
ტვირთის გაგზავნის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით
შერაზადიშვილი და პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის
დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს
არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით
უზრუნველყოფს.
„ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი
ერის მიმართ და საქართველოს მთავრობის, ქვემო ქართლში სახელმწიფო
ადმინისტრაციის დახმარებით, ბოლნისელი მოქალაქეების სახელით, უკრაინელებს
ჰუმანიტარულ დახმარებას ვუგზავნით. უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული
დახმარების შესაძენად მუნიციპალიტეტმა სარეზევრო ფონდიდან თანხები გამოჰყო,
მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში კი სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც ნებისმიერ
მოქალაქეს ვისაც სურვილი აქვს ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობა მიიღოს,
არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია.
მსურს, ჰუმანიტარულ პროცესებში აქტიური ჩართულობისკენ ბიზნეს სექტორსა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო“, –
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება