fbpx

ზოგი მამლის ყივილამდე გიგანებს!ზოგი ისევ ამჯობინებს ავაზაკს-,,ასავალ-დასავალის,,30 წლის იუბილეს გილოცავთ ბატონო ლაშა

30 წელი იარსებო მედია ბაზარზე,30 წელი უყვარდე მკითხველს,30 წელი იყო აქტუალური და კითხვადი ეს ძალიან დიდი განაცხადი ა,ეს შეძლო გაზეთმა ,,ასავალ-დასავალმა,, ეს შეძლო მისმა უცვლელმა რედაქტორმა და დამფუძნებლმა ბატონმა ლაშა ნადარეიშვილმა,ვულოცავ ჩემთვის მისაბაძ კოლეგას და დიდ ადამიანს ლაშა ნადარეიშვილს გაზეთის იუბილეს და მისივე ლექსით მივეფერები

მაგ სუფრიდან არაფერი აიღო! მაგ სუფრასთან წუხელ გასცეს უფალი!ქრისტეს მცნება ვინაც ყურად არ იღო,არ ასცდება იუდას ნასუფრალი! ზოგი მამლის ყივილამდე გიგანებს!ზოგი ისევ ამჯობინებს ავაზაკს! მე კი მხიბლავს შენი ზვრების სიგანე, სიცოცხლე რომ ასე გამილამაზა!გაიცინე, როცა გიმზერს ჯალათი! გაიცინე, როცა უმზერ არქიფოს!არაფერი დაიჯერო ამათი!ოცდაათი ვერცხლიც ამათ ათქვლიფონ! როგორ ახლოს მოფრენილან სვავები…ეს კანკელიც შინაურმა დალეწა!რატომ იტანს ფილაქანი სამების ღვთის ტაძარში შემოპარულ გარეწარს? ბუღა-თურქიც უნდა მკერდით გათელო,თუ ცრემლები საქართველოს გამო გდის,ეს მსტოვრებიც მოინელე, ქართველო!ერო ჩემო, მცხეთის კართან გამოდი!!!ლაშა ნადარეიშვილი. გილოცავთ,პატივისცემით ,,იქსნიუსის,, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება